ოპერა ფანტაზია – გია იაშვილი

ოპერა ფანტაზია – გია იაშვილი

X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო
ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, თბილისის ნაწილი ჩატარდება
კონსერვატორიის დიდ დარბაზში. 2 სექტემბერს კვლავ აჟღერდება იოსებ ბარდანაშვილის
„სერენადა“ ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის. შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს.
კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმობა გია იაშვილის პროექტს „ოპერა-ფანტაზია“ -
პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის.

კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები
დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (გერმანია/საქართველო)
სოლისტი – გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)

პროგრამა:
I განყოფილება
ვ. ა. მოცარტი – ღამის პატარა სერენადა, სოლ მაჟორი, K. 525
ი. ბარდანაშვილი – სერენადა ვიოლინოსა და სიმებიანისთვის
შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს.

II განყოფილება
ოპერა-ფანტაზია“ – პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის.
პროექტის ავტორი და სოლისტი – გია იაშვილი