ნავიგატორი

ნავიგატორი

,,ნავიგატორი'' - ლაშა ბუღაძე
სპექტაკლის ავტორი - დავით საყვარელიძე; ტექნიკური რეჟისორი - სვეტლანა გოგოხია

მონწილეობენ: როსტომი- ბადრი ბეგალიშვილი; ნავიგატორი- ლილი ხურითი; ემზარი- ნიკა წერედიანი; აკრბა- დავით ბერაძე; დირექტორი- ედემ ხვიჩია; კლარა- ნანა ხურითი; მამა- ბესარიონ ქარჩავა; ჯაყელი- გიორგი გასვიანი; დამლაგებელი- იზოლდა ბოკუჩავა

2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა. ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში და მასში ბრიტანელმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.
ამონარიდები BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ წლის საუკეთესო რადიოპიესების კონკურსის ჟიურის შეფასებებიდან:
"ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა".
"პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვისაა შექმნილი".
პიესამ მიიღო „საბა“ 2012 წელს.
ტრაგიკომედიაა, რომელიც ადამიანის გაუცხოებასა და მარტოობაზე მოგვითხრობს. რადიოპიესის ფორმით დაწერილი დრამის აბსურდულობამდე მისული, ამავდროულად რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე. 
ესაა ორიგინალურად მოყოლილი, თოთოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რეალობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა.“– ასე შეაფასეს ბრიტანეთში მწერლისა და დრამატურგის ლაშა ბუღაძის პიესა „ ნავიგატორი“, რომელიც გასული წლის ზაფხულში BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მას შემდეგ რაც დეკემბერში პიესა BBC 4 –სთვის დაიდგა, ავტორს მისი საქართველოში გამოქვეყნების უფლებაც მიეცა.

სპექტაკლი ჩატარდება მარჯანიშვილის თეატრის სხვენის სცენაზე