მუზამე: სტეფანე

მუზამე: სტეფანე

31 დეკემბერი 2017 23:59 Spacehall
Muzame და SPACEHALL 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს წარმოგიდგენთ: გამორჩეული ქართველი პოპ არტისტი, სტეფანე ორ საათიანი ცოცხალი კონცერტით ბენდთან ერთად და Cosmic Love Rotation დისკო/ჰაუს DJ სეტით. კარი გაიღება ღამის 01:00 საათზე!

– სტეფანე –


მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელია აქტუალურია. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.
სტეფანეს არაერთ მიუზიკლსა და მუსიკალურ გადაცემაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2017-ში გამოშვებული მუსიკალურიი ქავერ ვერსიები “ჩემი აღარა ხარ მორჩა” და “დამიბრუნდი” წლის ყველაზე დიდ ჰიტებად იქცა და საუკეთესო შეფასებები მიიღო მსმენელისგან.
2017 წლის აპრილში SPACEHALL-ში გამართული მისი სოლო კონცერტი მსმენელმა, მუსიკალურმა მიმომხილველებმა, პროდიუსერებმა და არტისტებმა ბოლო ათწლეულის საუკეთესო ქართულ პოპ კონცერტად დაასახელეს.

სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც თან მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის.
– Cosmic Love Rotation –

ქართველი DJ და პროდიუსერი, კლასიკური მუსიკალური განათლებით. მისი სეტები ცნობილია რბილი, ფერადოვანი მუსიკალური სელექციით და გამოირჩევა ჩიკაგო ჰაუსის, ეისიდ ჰაუსისა და დისკო ჟღერადობის უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი სინთეზით.
ყიდვის დასასრულებლად დაგრჩათ
0