Muzame #15: BATHS

Muzame #15: BATHS

14 მარტი 2018 20:00 Spacehall
BATHS-ის სახელით ცნობილი 27 წლის ამერიკელი მუსიკოსი, უილ უიზენფილდი საერთაშორისო სცენაზე ჯერ კიდევ ახალი გამოჩენილი იყო, როდესაც სამხრეთ კალიფორნიის საზოგადოებრივმა რადიომ მას “2010-იანი წლების ელექტრონული მუსიკის ახალი დიდი წარმომადგენელი” უწოდა. აბაზანის, წყლის, მცენარეების ხმები და საწერი კალმების წკაპუნი რომანტიულად ერწყმის BATHS-ის სპეციფიურ ვოკალ პარტიებს, რომელიც როგორც წესი ფალცეტში სრულდება და მის მუსიკალურ თავისებურებებს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

BATHS-ის ჩანაწერები კალიფორნიულ ინდი ლეიბლ Anticon-ზე გამოიცემა, რომელიც ჰიპ-ჰოპზე, ელექტრონულ მუსიკასა და ინდი-როკზეა ორიენტირებული. BATHS იმავდროულად არის საუნდტრეკის ავტორი ვიდეო თამაშისა Dream Daddy, ხოლო სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ არტისტებთან ერთად როგორიცაა Daedelus, Flying Lotus და სხვები.

BATHS-ის ცოცხალი პერფორმანსი 14 მარტს, პროექტ MUZAME-ს ფარგლებში, მულტიფუნქციურ საკონცერტო სივრცე SPACEHALL-ში გაიმართება.

Presale I:  25 ლარი
Presale II: 35 ლარი
Presale III / კარზე: 40 ლარი