მთაწმინდის პარკის მოსაწვევი

მთაწმინდის პარკის მოსაწვევი ყველა ბილეთი გაყიდულია

მთაწმინდის პარკში 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საახალწლო ღონისძიებები იმართება. 21 დღის განმავლობაში 12:00-დან 18:00 საათამდე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პატარებთან ერთად ეწვიონ სანტას და თოვლის ბაბუას.   

პარკი მორთული იქნება განახლებული, ულამაზესი დეკორაციებით და გვერწმუნეთ, პატარებზე ნაკლებად არც უფროსები ისიამოვნებენ ციმციმა, ფერად, ზრაპრულ გარემოში.       

მოსაწვევში შედის :
  • საჩუქარი სანტა კლაუსისგან ან თოვლის ბაბუისგან.
  • კონტაქტური ზოოპარკის ბილეთი
  • თეატრალური წარმოდგენა „პრინცი და პრინცესა“
  • ატრაქციონი „მფრინავი ფუტკრები“ ან „მხიარული ბორანი“
  • ატრაქციონი „მხიაარული მატარებელი“ ან „მოცეკვავე ხე“
  • თამაში „რგოლები“ ტირებში
  • თამაში „კლოუნები“ ტირებში
  • ნებისმიერი თამაში ვიდეოთამაშებში 1
  • ნებისმიერი თამაში ვიდეოთამაშებში 2

რას ვთავაზობთ მათ, ვისაც მოსაწვევის შეძენა არ სურს?
ყოველდღიურად პარკის მთავარ მოედანზე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამა.
  • საბავშვო კონცერტები
  • ანიმატორების შოუ
  • ოჩოფეხების შოუ
  • ილუზიონისტის შოუ
  • საცირკო წარმოდგენები
  • საჩუქრების გათამაშებები

გაითვალისწინეთ, რომ პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ატრაქციონები ყველა ასაკისთვის. უფროსებს - ექსტრემალურ ატრაქციონებს და სხვადასხვა გასართობ ობიექტებს ვთავაზობთ. ბევრმა შესაძლოა არც კი იცის, რომ პარკში შესვლა უფასოა.
რაც მთავარია სუფთა ჰაერი.