„მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!“

„მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!“ ყველა ბილეთი გაყიდულია

ულამაზესი მელოდრამა 2 მოქმედებად
პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი; მხატვრები: მირიან შველიძე, თამარ მაჭარაშვილი
როლებში: მარიამ ჯოლოგუა, აპოლონ კუბლაშვილი, ანი ალადაშვილი, გიორგი ჯიქია, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე
საქართველოში ერთი უცნაური სოფელია, სადაც ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, მდინარე, მიწა, საფრთხობელა და მოედანზე მდგარი ქანდაკებაც. ამ სოფელში მცხოვრებ ნიკალას და თამთას შეუყვარდა ერთმანეთი და დიდი ქორწილიც გადაიხადეს, მაგრამ მეორე დღეს ქვეყანაში ომი დაიწყო და ნიკალაც იმავე დღეს წავიდა ომში…. 
„თავისუფალი თეატრის“ ერთ ერთი საკულტო სპექტაკლი