მიშო სულუხიასა და გიგი ადამაშვილის საქველმოქმედო კონცერტი

მიშო სულუხიასა და გიგი ადამაშვილის საქველმოქმედო კონცერტი

14 ნოემბერი 2017 21:00 Hard Rock Cafe
ბავშვების თანადგომას განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება, მთავარია სურვილი და განწყობა. გელოდებით, განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა, ვისაც გაქვთ სურვილი გვერდში დაუდგეთ ბავშვებს, რომლებიც ლეიკემიას ებრძვიან. ერთად ვიპოვოთ მათი საზოგადოებაში დაბრუნების გამოსავალი.
14 ნოემბერს, სამშაბათს, 21:00 სთ-ზე, ყველას გელოდებით Hard Rock Café-ში მიშო სულუხიასა და გიგი ადამაშვილის სოლო კონცერტზე.გიგი ადამაშვილის აკომპანიმენტს გაუწევს უნიჭიერესი ლევან ჩხაიძე.
დიდ მადლობას ვუხდით საქართველოში არსებულ ორგანიზაციას „მშვიდობისა და განვითარების აკადემიას“, რომელიც თანამშრომლობს „დანიის ჰელსინკის მოქალაქეთა კომიტეტთან“ და „ფონდ სისუსთან“, რომელიც თავად ფინანსდება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ყოველდღიური ცხოვრების გახალისებას. მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ: 
+995322401401