Mingo & T. Blues Band

Mingo & T. Blues Band ყველა ბილეთი გაყიდულია

08 მარტი 2018 19:30 Beer Time
გაუკეთეთ 8 მარტის საჩუქარი ქალბატონებს - სპეციალური ფასდაკლებით!

პირველად საქართველოში:
მინგო ბალაგერი - ცნობილი ვეტერანი მუსიკოსი, რომელიც 70იანი წლებიდან ასოცირდება ბლუზთან და გაკეთებული აქვს უამრავი წარმატებული პროექტი. მინგო არის ანდალუზიელი მუსიკოსი, რომლის ძირითად ინსტრუმენტი არის ჰარმონიკა და მასზე 11 წლიდან ურავს. დღესდღეისობით მინგო არის ესპანეთის წამყვანი ჰარმონიკის მუსიკოსი და ხშირად სახელდება როგორც მსოფლიო დონის ჰარმონიკის ვირტუოზი. მან დაუმტკიცა მსოფლიოს რომ ფლამენკო არ არის ერთადერთი ჟანრი რითიც ცნობილია ესპანეთი.
მინგოს ქონდა პრივილეგია სცენაზე გამოსულიყო ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან როგორებიც არიან:  Johnny Winter, Hubert Sumlin, Magic Slim, Kenny Neal, Carey Bell, , Paul Lamb, Charlie Musselwhite, Gary Primich, Kenny Neal, Bruce Ewan, Bobby Radcliff, Charlie Sayles, Paul Lamb, Jerry Portnoy, Otis Grand, Sugar Ray Norcia და მრავალი სხვა. 

მინგომ, საკუთარი კარიერის განმავლობაში, გამოუშვა 15 ალბომი. 2010 წლის ალბომს კი, სახელად "Fun To Visit", პროდუსერობა გაუწია ლეგენდარულმა მაიკ ვერნონმა, ცნობილმა ბრიტანელმა პროდუსერმა, რომელიც პროდუსერობას უწევდა ბრიტანული და ამერიკული ბლუზის ბევრ მუსიკოსს, როგორებიც არიან: Eric Clapton, David Bowie, John Mayall, The Bluesbreakers, Duster Bennett, Savoy Brown, Chicken Shack, Fleetwood Mac, Peter Green, Ten Years After, Freddie King, Lazy Lester, George Hca. Smith და მრავალი სვა. 

მინგოს აკომპონირებას გაუკეთებს ბენდი T. Blues Band ბენდის წევრებს შეადგენენ: 
Tamaz Tkhinvaleli - გიტარა - ორჯერ აღიარებული ევროპის საუკეთესო გიტარისტად. 
Roma Rtskhiladze - პიანისტი - საქართველოს დამსახურებული არისტი და ფანტასტიური ბლუზ პიანისტი.
David Manijashvili - დრამი - საქართველოში საუკეთესო შაფლ დრამერი
Dato Gurashvili -ბასი - წამყვანი ბლუზ ბაზ გიტარისტი საქართველოში

დამატებითი ინფორმაციისთვის ან მაგიდის დასაჯავშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +995577779747,  +995597667799