მილიონრები

მილიონრები

ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით.
სპექტაკლის ავტორი - დავით საყვარელიძე
რეჟისორის თანაშემწე - ლეილა მურღულია

მონაწილეობენ: ჯენარო - ბადრი ბეგალიშვილი, ამალია- მარინა სოლომონია, ამადეო - პაატა ვახტანგიშვილი,  მარია - ვიკა კალანდია, პეპენელა - ლიანა მიქაშავიძე, ადელაიდა - ჯულიეტა პაკელიანი, ფედერიკო - ნიკოლოზ წერედიანი, პეპე - დავით ბერაძე, ასუნტა - ლონდა კაცია, მარგარიტა - სანათა ძაძამია, ტერეზა - ნინო შავგულიძე, ინსპექტორი - ნუგზარ წერედიანი, ლუჩია - ლელა შარაბიძე, კლაუდიო - ედემ ხვიჩია, მამაო - ბესარიონ ქარჩავა, უცნობი ჭირისუფალი - იზოლდა ბოკუჩავა

რეჟისორის კომენტარი:
არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან გაოცდები. იცი არ გატყუებენ! ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს.  განსაკუთრებით მიტაცებს ომის დროს მომხდარი ამბების მოსმენა. ამბების, რომლებსაც პირდაპირი კავშირი საომარ მოქმედებებთან არ აქვს.   ყვებიან უშუალოდ, იუმორით,ზედმეტი ემოციების გარეშე ამბებს, რომლებიჩ ხშირად ძალიან ამაღელვებელია. სწორედ ამ ამბების მოსმენისას გამიჩნდა ახალი სპექტაკლის ფორმის იდეა. ჩემთვის ამოუხსნელი რჩება ის სითბო და სიყვარული, რომლითაც იხსენებენ იმ ურთილეს პერიოდს. დიდი გაჭირვების მიუხედავად მაინც კარგად ახსენდებათ ის დრო. იქნებ თეატრში მაინც შევძლოთ ადამიანის ამ უცნაური თვისების ამოხსნა. როცა შენს გარშემო ასეთი გასაჭირია როგორ უნდა იგრძნო თავი ასე მხიარულად და უდარდელად?  ‘’ ვცხოვრობდით მილიონრებივითო’’ - ასე იხსენებენ ღიმილით იმ დროს. სპექტაკლში გამოვიყენე ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან. ომი ყველგან ომია, იტალიაშიც და საქართველოშიც. ალბათ ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელიათანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის.