მცხეთა

მცხეთა

მცხეთა
მოინახულე საქართველოს უძველესი დედაქალაქი და მისი შემოგარენი ერთდღიანი ტურით. მცხეთის ერთდღიანი ტური საშუალებას გაძლევთ გახვიდეთ თბილისიდან და ესტუმროთ საქართველოს უძველეს ქალაქს სულ რამდენიმე საათით . ტურის განმავლობაში თქვენ ისიამოვნებთ მთების პანორამული ხედებით , ჯვრის მონასტრის გარშემო , დააკვირდებით მდინარე არაგვისა და მტკვირს შესართავს , ეწვევით ადრეული საუკუნეების ძეგლებს როგორიცაა სვეტიცხოვლის ტაძარი და სამთავროს მონასტერი . ტურის ბოლოს თქვენ გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ ქართული ღვინის სახეობები. ექსკურსიას გაუძღვება ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდი. ჩვენ მოვინახულებთ :
  • მცხეთა - ერთერთი ყველაზე ძველი ქალაქი თბილისთან ახლოს. მცხეთა იყო ადრეული ქართული სამეფოს- იბერიის  დედაქალაქი  ძვ.წ. მე -III საუკუნიდან მე -V საუკუნემდე. 317 წელს ამ ადგილას ქართველებმა მიიღეს ქრისტიანობა და მცხეთა რჩება ქართული მართლმადიდებლური და სამოციქულო ეკლესიის ცენტრად.
  • ჯვრის მონასტერი - მე VI საუკუნის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი, მცხეთის მახლობლად (მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი). სახელი ითარგმნება როგორც The Monastery of Cross. ეს დიდებული ეკლესია წარმოადგენს არქიტექტურული ტიპოლოგიის პიკს. ადრეული შუასაუკუნეების პერიოდის ნამდვილი არქიტექტურული შედევრია, მთის წვერიდან გადმოყურებს არაგვისა და მტკვრის  შესართავს.
  • სხვეტიცხოვლის ტაძარი - აშენდა მე Xl საუკუნეში, თუმცა თვითონ ძეგლი უფრო ძველია და თარიღდება მე IV საუკუნით, იგი განსხვავდება მისი მხატვრული ღირებულებით, ბრწყინვალებით  და განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს ისტორიაში. იყო მთავარი ადგილი მომლოცველებისთვის აბრეშუმის გზაზე, ამ ტაძარშია დამარხული  ქრსიტეს პერანგი და ეს ტაძარია ქართელი მეფეების საფლავების ადგილი , სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოში მეორე უდიდესი ეკლესიაა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია მცხეთის სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად .
  • სამთავროს მონასტერი - კომპლექსი აშენდა მე Xl საუკუნეში . აქ დასაფლავებულნი არიან დედოფალი ნანა და მირიან მე -III , იბერიის სამეფოს მეფე , ვინც ჩამოაყალიბა ქრისტიანობა საქართველოში  როგორც ოფიციალური რელიგია.  სამთავროს ეკლესიაში  ასევე ცნობილი ქართველი ბერი გაბრიელია დასაფლავებული.
  • ღვინის დეგუსტაცია -ადგილი სადაც თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ქართული ღვინო.
დეტალური ინფორმაცია :
  • ტური ხორცილედება ყოველდღიურად
  • გასვლის დრო -15 : 00
  • შეხვედრის ადგილი :  City sightseeing Tbilisi - ის ოფისი
  • ხანგრძლივობა : 4 საათი
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი ტურის ბილეთი 40

40
ყიდვა