Martin Garrix

Martin Garrix

21 ივლისი 2017 09:00 ანაკლია
ასაკობრივი შეზღუდვა:
ახალგაზრდები 12 წლამდე ფესტივალზე დაიშვებიან ბილეთის გარეშე მხოლოდ მშობლის თანხლებით 
12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს სჭირდებათ ბილეთები და ფესტივალზე დაიშვებიან მხოლოდ მშობლის თანხლებით.

GEM Fest-ის განსაკუთრებული სიურპრიზი და შანსი Martin Garrix-ის მსმენელებისთვის:  4 აპრილიდან ბილეთის ფასი 100 ლარი გახდება, ხოლო საბოლოოდ 200 ლარს მიაღწევს.

Martin Garrix - ჰოლანდიელი დიჯეი და პროდუსერი, კლუბ Hi Ibiza-ს რეზიდენტი და Dj Mag-ის გამოკითხვით 2016 წლის საუკეთესო დიჯეია. მის კარიერულ აღმავლობაში დიდი წვლილი Tiesto-ს მიუძღვის, რომელმაც 2012 წელს ახალგაზრდა Garrix აღმოაჩინა. მარტინის პირველი და ყველაზე დიდი ჰიტი Animals იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში მოწინავე პოზიციაზე მოხვდა და EDM სივრცეში წლის ყველაზე პოპულარული ჰიტი გახდა. ამ პერიოდიდან 2015 წლამდე ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი ლეიბლის Spinnin Records-ის მთავარი სახე გახდა, თუმცა 2015 წლის შემდეგ მან საკუთარი ლეიბლი STMPD RCRDS დააარსა. პარალელურად იგი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: Justin Bieber, Tiesto, Dimitri Vegas & Like Mike, Afrojack, Dillon Francis და სხვა. ამავე წელს იგი Dj Mag-ის გამოკითხვაში წლის საუკეთესო დიჯეებს შორის მესამე ადგილზე გავიდა, 2016 წელს კი პირველობა არავის დაუთმო და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნომერ პირველი დიჯეი გახდა.

Line Up:
EVOL WAVEZ
JUSTIN MYLO
MARTIN GARRIX
SPACE Resident DJs
COBERT
ANDREY PUSHKAREV
TINI
BILL PATRICK
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი II კალათა 100

100
ყიდვა