მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად

მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად ონლაინ გაყიდვა შეჩერებულია

11 ივნისი 2017 11:00 კუს ტბა
მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად ჩაერთე ყველაზე მაშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებაში სიცოცხლის გადასარჩენად!
11 ივნისს 11 საათზე კუსტბაზე გაიმართება მარათონი მკერდის კიბოს პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით. შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება საქართველოს მარათონის ფონდში.
მარათონის პარალელურად იმუშავებს:
 Pink Startup Market
 საბავშვო ზონა, სადაც მშობლები შეძლებენ დატოვონ ბავშვები ანიმატორებთან და ჩაერთონ მარათონში.
 ფიტნეს ზონა, ჩატარდება სპორტული აქტივობები მწვრთნელთან ერთად.
 ყვავილების გამოფენა და სილამაზის კუთხე.
 საინტერესო აქტივობები და ორიგინალური წარმოდგენები. 
20 ლარიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში გადმოგეცემათ მარათონის ნომერი და სარბენი მაისური. 50 ლარიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში გადმოგეცემათ მარათონის ნომერი, სარბენი მაისური და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჩანთა. სტუდენტური IDს წარმოდგენის შემთხვევაში, მარათონზე დასწრება უფასოა.