Long Arm vs Ruslan Gadzhimuradov Live ⎊ Tade ⎊

Long Arm vs Ruslan Gadzhimuradov Live ⎊ Tade ⎊

30 აგვისტო 2017 22:00 Boom Boom Beach
⎊ Long Arm vs Ruslan Gadzhimuradov Live (Project: Mooncircle )

Long Arm გეორგი კოტუნოვის პროექტია. რუსეთში დაბადებული გეორგი მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. ის ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა. თუმცა, ელექტრონული მუსიკის სასარგებლოდ არჩევანი მალევე გააკეთა. მან ერთერთ მუსიკალურ არხზე დიჯეის პერფორმანსს მოკრა თვალი და გადაწყვიტა, ძალები ამ ჟანრში მოესინჯა. 

იმ პერიოდში აპარატურის შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომ მომავალმა მუსიკოსმა მეგობართან ერთად ძველებური ფირსაკრავისთვის ვინილების შეგროვებას მიჰყო ხელი. 

უნივერსიტეტში სწავლის დროს ის სხვადასხვა ბენდში უკრავდა. 
სწავლის დასრულების შემდეგ დიჯეინგი დაიწყო. კოტუნოვის მუსიკაზე მის მთავარ გატაცებას, ჯაზს დიდი გავლენა აქვს. Long Arm-ის მუსიკა Trip Hop-ს, Nu Jazz-სა და Downtempo-ს აერთიანებს. 

Ruslan Gadzimuradov-მა კარიერა 2000-იანებში დაოწყო. 90-იანების ბოლოს break beat-ის მოსმენა დაიწყო, გაიტაცა ჰიპ-ჰოპმა. მოგვიანებით როკ მუსიკითაც დაინტერესდა და აქედან გაჩნდა სურვილი, დრამზე დაკვრა დაეწყო. 

უკრავდა არაერთ ჯგუფში - როკ ბენდებიდან დაწყებული ჯაზ კოლექტივებით დამთავრებული. 

Long Arm-ის ნამუშევრებს თავდაპირველად ინტერნეტის მეშვეობით გაეცნო და დაუკავშირდა.
მოგვიანებით გაჯიმურადოვმა და Long Arm-მა ერთობლივი პროექტის გაკეთება გადაწყვიტეს და ლაივისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტი დაამატეს - პერკუსიები, დრამი.
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი Early Bird 20

20
ყიდვა