კიდევაც დაიზრდებიან

კიდევაც დაიზრდებიან

27 იანვარი 2017 19:00 პანტომიმის თეატრი
ამოდის ვაზი - ქართველი კაცის სიცოცხლისა და ბედნიერების სიმბოლო. მის ზრდასთან ერთად მოდის სიყვარული. ქალ-ვაჟი ჯვარს იწერს. მალე ბედნიერ ოჯახს ბიჭი შეეძინება, ბავშვს ნათლავენ. ამ დროს საქართველოს მტერი შემოესევა. ხალხი განსაცდელშია. დედა ღმერთს შესთხოვს, უშველოს მის პირმშოს, მაგრამ ამაოდ. ეკლესია ინგრევა და მის ნანგრევებში ბავშვი იღუპება. დასაფლავების დღეს დედა შვილს იტაცებს, ტყეში მიჰყავს, მთელი ღამე უმღერის იავნანას. დედის სიმღერა, მისი შემზარავი გოდება ბავშვს აცოცხლებს. მშვიდობიანი ცხოვრებაა, მინდორში გუთანი მოსჩანს, გლეხები შრომობენ. კვლავ განგაშის ხმაა, რომელიც ომის დაწყებას აუწყებს ხალხს, მამაკაცებს ომში ისტუმრებენ. მარტოდ დარჩენილი ქალები ქმრებსა და შვილებს ელოდებიან. ბრძოლის ველიდან კი უმხედროდ ბრუნდებიან ცხენები. განადგურებული ქართველი კაცის ცხოვრებას ისევ დედის „იავნანა“ და ვაზის უკვდავება უბრუნებს სიცოცხლეს, ბედნიერებას, ქორწილს, ნათლობას. ვრცლად
ამოდის ვაზი - ქართველი კაცის სიცოცხლისა და ბედნიერების სიმბოლო. მის ზრდასთან ერთად მოდის სიყვარული. ქალ-ვაჟი ჯვარს იწერს. მალე ბედნიერ ოჯახს ბიჭი შეეძინება, ბავშვს ნათლავენ. ამ დროს საქართველოს მტერი შემოესევა. ხალხი განსაცდელშია. დედა ღმერთს შესთხოვს, უშველოს მის პირმშოს, მაგრამ ამაოდ. ეკლესია ინგრევა და მის ნანგრევებში ბავშვი იღუპება. დასაფლავების დღეს დედა შვილს იტაცებს, ტყეში მიჰყავს, მთელი ღამე უმღერის იავნანას. დედის სიმღერა, მისი შემზარავი გოდება ბავშვს აცოცხლებს. მშვიდობიანი ცხოვრებაა, მინდორში გუთანი მოსჩანს, გლეხები შრომობენ. კვლავ განგაშის ხმაა, რომელიც ომის დაწყებას აუწყებს ხალხს, მამაკაცებს ომში ისტუმრებენ. მარტოდ დარჩენილი ქალები ქმრებსა და შვილებს ელოდებიან. ბრძოლის ველიდან კი უმხედროდ ბრუნდებიან ცხენები. განადგურებული ქართველი კაცის ცხოვრებას ისევ დედის „იავნანა“ და ვაზის უკვდავება უბრუნებს სიცოცხლეს, ბედნიერებას, ქორწილს, ნათლობას. ნაკლების ჩვენება