Kenny "Blues Boss" Wayne

Kenny "Blues Boss" Wayne

26 მაისი 2017 19:00 Best Western Tbilisi Art Hotel
26 მაისს პირველად საქართველოში თქვენს წინაშე წარსდგება მსოფლიოს წამყვანი ბუგი პიანინოს მუსიკოსი, განუმეურებელი Kenny "Blues Boss" Wayne. იგი აღიარებულია როგორც 2015 წლის საუკეთესო ბლუზ შემსრულებელი, 2010-2012 წლებში წლის პიანისტად, 2006 წელს წლის საუკეთესო ბლუზ ალბომის გამომშვებად და მიღებული აქვს მრავალი სხვა ჯილდო.

მასთან ერთად სცენაზე წარსდგება გამოჩენილი არგენტინელი ბლუზ გიტარისტი Jose Luis Bardo, უნიჭიერესი სომეხი ბლუზ ჰარმონიკის პროფესიონალი მუსიკოსი Artak Nersisyan და საქართველოს წამყვანი ბლუზ მუსიკოსის კოკა ცქიტიშვილის ბენდი T. Blues Mob.

კონცერტი ტარდება Koka & T. Blues Mob.-ის ეგიდით კოკა ცქიტიშვილის მხარდასაჭერად და შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება კოკას დასახმარებლად. პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობითა და თანადგომით.

საფასურში შედის: მაგიდა, ღვინო, ხილის ასორტი და ფოტოსესია.