Ken Stringfellow live at BS76 ! + kid Jesus !

Ken Stringfellow live at BS76 ! + kid Jesus !

31 მარტი 2018 21:00 Backstage76
Ken Stringfellow - ამერიკელი მუსიკოსი, ცნობილი მისი თანამშრომლობისთვის The Posies, R.E.M და Big Star- თან. ასევე საკუთარი სოლო კარიერით, რომლის განმავლობაშიც ჩაწერა 4 სტუდიური ალბომი და ერთი live ალბომი ჩაწერილი ამსტერდამის ლეგენდარულ პარადისოში. 
კენს უმუშავია ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან:  Neil Young, Snow Patrol, Wilco, Mercury Rev, Thom Yorke (Radiohead), Bruce Springsteen, Ringo Starr, John Paul Jones (Led Zeppelin)...
შესრულებული აქვს 250-ზე მეტი ალბომი 85-ზე მეტ ქვეყანაში. 

Pitchfork კენის შესახებ გვეუბნება, რომ მისი მუსიკა ,,ერთიანად უნაკლოა",  ბილბორდმა კი მას ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელი (underrated) მუსიკოსი უწოდა. 
განსაკუთრებით ინდი-როკის, ინტენსიური პიანოს, აკუსტიკური გიტარის მოყვარულთათვის ეს შოუ ძალიან საინტერესო იქნება!! 

KID Jesus ჩამოყალიბდა 2012 წელს, თბილისში, ლევან შანშიაშვილის (გიტარა, ვოკალი), ცოტნე ჩიქობავასა (ბასი) და არჩილ შიოშვილის (დრამი) მიერ, რათა შეექმნათ საუკეთესო ინდი-ჯიზაზ-როკ მუსიკა. ბენდს სახელი ლევანის შვილის იესოს გამო დაერქვა. მუსიკოსები პირველად „აივანი season 2“-ზე წარსდგნენ - თბილისი ივენთ ჰოლში. 2012 წელს KID Jesus გახდა გამარჯვებული ისეთი მასშტაბური პროექტისა, როგორიცაა Tbilisi Newcomers 2012. 
2013 წელს KID Jesus ერთადერთი ქართული ბენდი იყო Tbilisi Open Air-ზე უკრავდნენ ისეთი მუსიკოსების გვერდით, როგორებიცაა The Subways, Modeselektor, Tricky. მათ გამოუშვეს პირველი სინგლი სახელწოდებით "Hikikomori“. ამის შემდეგ ლევან შანშიაშვილმა მარტომ გააგრძელა მუშაობა. ლევანი სტილისტურად არ არის შეზღუდული, მას აქვს კლასიკური განათლება, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კლასიკური გიტარის განხრით. ამ დრომდე KID Jesus ძირითადად აკუსტიკურ ლაივებს ატარებდა და იღებდა მონაწილეობას ლოკალურ ფესტივალებზე. ის ასევე ხშირად ღებულობს მონაწილეობას კოლაბორაციებში ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა ნატუკა ნაცვლიშვილი, Siavesh Hakim. ახლახანს გამოვიდა KID Jesus-ის პირველი ალბომი სახელწოდებით "White Rat"

I კალათა:  20₾
II კალათა/კარზე:  25₾