კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება "ფენიქსი 2017"

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება "ფენიქსი 2017"

უკვე მეშვიდე წელია  ვატარებთ კავკასიის მუსიკალურ დაჯილდოვება "ფენიქსს" (იხ. Caucasusmusicaward.com), რომელიც სათავეს იღებს 90-იანი კავკასიის როკ ფესტივალებიდან. მუსიკალური დაჯილდოვება „ფენიქსი“ არის ინტერენეტ პროექტი. კავკსიელი არტისტები/ჯგუფები თავიანთ ვიდეო კლიპებს ათავსებენ ჩვენს ვებ. გვერდზე, სადაც ყოველწლიურად 6 ნომინაციაში ვასახელებთ 6 საუკეთესო კავკასიურ არტისტს/ჯგუფს.

ინტერნეტის  რესურსების მაქსიმალური გამოყენებით ჩვენ რეალურად შევქმენით  მუსიკალური  ინფრასტრუქტურა, სადაც ერთ სცენაზე გამოდიან და თანამშრომლობენ სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი არტისტები/ჯგუფები. ჩვენ ასევე შევქმენით კავკასიელი არტისტი/ჯგუფების ერთიანი მონაცემთა ბაზა, 7 წლიანი სტაბილური თანამშრომლობის ისტორიით.

ჩვენს ინტერნეტ გვერდზე შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ რაც ხდება დღეს სამხრეთ კავკასიის თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე და გაეცნოთ რეგიონში არსებულ არტისტებს/ჯგუფებს.

2014 წლიდან კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა კავკასიის მისუკალური დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალების გამართვა, რამაც ხელი შეუწყო ამ პროექტის  პოპულარობისა და ცნობადობის გაზრდას; ასევე გაიზარდა ინტერესი თანამედროვე მუსიკისადმი, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

კარი გაიღება: 19:00