კარლსონი

კარლსონი ყველა ბილეთი გაყიდულია

რეჟისორი: ლაშა გოგნიაშვილი
მხატვარი - მარიკა კვაჭაძე
ქორეოგრაფი - გიორგი რაზმაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: კარლსონი - თამარ ბეჟუაშვილი, სვანტე სვანტენსონი - გიორგი კვიციანი, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, ასტრიდ სვანტენსონი - თამთა პატაშური, ტომას სვანტენსონი - ოთო ჩიქობავა, ფრეკენ ჰილდერ ბოკი - იუკა ვასაძე, ფილე - გიორგი ცხადაძე, რულე - ნიკა კახელი,  გაგა მახათაძე 

სპექტაკლის შესახებ: 
ბავშვებო! მოემზადეთ თქვენთან შესახვედრად მსოფლიოში ყველაზე მსუქანი, ზომიერად ფერხორციანი და მოწიფული არსება მოფრინავს. დიახ, მოფრინავს, რადგან კარლსონი სახურავზე ცხოვრობს და პროპელერის საშუალებით პატარა ბიჭის ოთახში აღმოჩნდება. აი სად იწყება ნამდვილი თავგადასავლები!  აი ვინ გახდება ფრეკენ ბოკის ფუნთუშების დაუძინებელი მტერი ...

სპექტაკლი ერთ მოქმედებად, ხანგრძლივობა 60 წუთი