ილიკო სუხიშვილის 110 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი

ილიკო სუხიშვილის 110 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი ყველა ბილეთი გაყიდულია

აღმოსავლეთ ევროპის ორთვიან საგასტრულო ტურნეში გამგზავრებამდე ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" გამართავს კონცერტებს, რომელიც ეძღვნება ანსამბლის დამაარსებლის, ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს. წარმოდგენილი იქნება განახლებული პროგრამა ორ განყოფილებად. კონცერტიდან შემოსული თანხა გადაერიცხება საქართველოს სოლიდარობის ფონდს და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობას.