გუდაური - ანანური - ყაზბეგი

გუდაური - ანანური - ყაზბეგი

გუდაური
მოინახულე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი , ანანური-ყაზბეგის ერთ დღიანი ტური . გავუყვებით საქართველოს ჩრდილოეთით სამხედრო გზატკეცილის გასწვრივ კავკასიონის მთებში. ეს არის მთავარი გზა რომელიც აკავშირებს თბილისსა და ვლადიკავკაზს  (220 კმ) ეს მარშრუტი ძვ.წ. I საუკუნიდან თარიღდება და კვლავაც მნიშვნელოვანია, როგორც კავკასიის მთების გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ანანური-ყაზბეგის ტური მოიცავს რამდენიმე ტურისტულ მარშუტს როგორიცაა: ანანურის ციხესიმაგრე, ჟინვალის წყალსაცავი, გერგეთის წმინდა სამება, ყაზბეგი . ექსკურსიას გაუძღვება ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდი.   ჩვენ მოვინახულებთ:
  • ჟინვალის წყალსაცავი- ჟინვალის წყალსაცავი არის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს, ჟინვალში, კავკასიონის მთებში. მიუხედავად იმისა, რომ წყალსაცავი ხელოვნურად წარმოქმნილია , რეზერვუარი აღფრთოვანებს სტუმრებს თავისი ფირუზისფერი წყლით. შეგიძლიათ დატკბეთ ანანურის ციხის წყალსაცავის ხედით, რომელიც  პოპულარული ტურისტული სანახაობაა თავისი განსაცვიფრებელი, პანორამული ხედებით.
  • ანანური - ციხესიმაგრე რომელიც მდებარეობს მდ. არაგვის სანაპირო ზოლზე,  ჟინვალის წყალსაცავიდან არც ისე შორს და თბილისიდან 70 კმ-ის დაშორებით. მისი ადრეული ნაწილები მე -13 საუკუნით თარიღდება. ციხე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სავარაუდო სიაშია. ციხე შედგება ორი ციხე-სიმაგრისაგან რომელთაგან ერთ ერთი მდებარეობს  ზედა საფარზე დიდი სწორი კოშკით, რომელსაც ეწოდება შეუპოვარი.
  • გუდაური  - სათხილამურო კურორტი რომელიც  მდებარეობს კავკასიის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პლატოზე. კურორტი მდებარეობს სტეფანწმინდის რაიონში, საქართველოს სამხედრო გზაზე ,ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, ზღვის დონიდან 2,200 მეტრის სიმაღლეზე. ეს კურორტი გთავაზობთ მაღალი ხარისხის სათხილამურო შესაძლებლობებს. გუდაურის ფერდობები ითვლება ზვავ-უსაფრთხოდ. სათხილამურო სეზონი გრძელდება დეკემბრიდან აპრილამდე.
      დეტალური ინფორმაცია :
  • ტური ხორცილედება ყოველდღიურად
  • გასვლის დრო -09 : 00
  • შეხვედრის ადგილი :  City sightseeing Tbilisi - ის ოფისი
  • ხანგრძლივობა : დაახლოებით 9 საათი
  • ტურის ფასი არ მოიცავს მთაზე ( გერგეთის წმინდა სამება) ტრანსპორტირების დამატებით ღირებულებას რომელიც ნებაყოფლობითია .
  ღირებულებაში არ შედის: - ლანჩი    
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი ტურის ბილეთი 65

65
ყიდვა