გისოსებს მიღმა

გისოსებს მიღმა

პოლიციელები, რომლებიც კრიმინალში ამხელენ დამნაშავეებს, მათი დაკავების დროს თავადვე ხდებიან სამართალდამრღვევები, ეხვევიან კორუფციის ბადეში და მოქმედების განვითარდება გრძელდება სასამართლოსა და ციხეში, სადაც ასევე მრავალი უსამართლობა და განუკითხაობა ხდება. პატიმრების ფსიქოლოგიურად გასანადგურებლად ყველანაირ ზეწოლას აქვს ადგილი. მათ შორის არის ინტელიგენტი, პატიოსნად მშრომელი მუშა. შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობიდან გამოსავალს თავად პატიმრები პოულობენ. ეს არის განათლება, ინტელექტი - იარაღი, რომელიც უპირისპირდება ჩაგვრას და მტკიცე კედლად აღიმართება სისატიკის წინააღმდეგ. სპექტაკლში ყოველივე გადმოცემულია სარკასტულ-იუმორისტული ხერხით.