ღონისძიების ლოკაცია შეიცვალა და ჩატარდება ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე
Gesaffelstein

Gesaffelstein ონლაინ გაყიდვა შეჩერებულია

22 ოქტომბერი 2016 22:00 ძველი იპოდრომი
Gesaffelstein, იგივე Mike Levy, პარიზელი დიჯეი და პროდუსერია, რომელიც უკვე წლებია ინდუსტრიული და ტექნო ჟღერადობის სინთეზით ქმნის საკუთარ მუსიკას. Parlophone Records, OD, Zone და Bromance-ზე გამოცემული მისი კომპოზიციები იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ ვითარდება ფრანგი მუსიკოსის ინდივიდუალური სტილი, რის გამოც იგი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი არტისტია. სოლო ნამუშევრების პარალელურად Gesaffelstein აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ჟანრის თუ მუსიკალური მიმართულების მქონე არტისტებთან, მათ შორის ASAP Rocky, Lana Del Rey, Jean-Michel Jarre, Tiga, Miss Kittin და ასე შემდეგ. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მისი მუშაობა Kanye West-ის მე-6 ალბომზე Yeezus, სადაც მან Daft Punk, Brodinski და Mike Dean-თან ითანამშრომლა.ამ კოლაბორაციებით და სოლო პროექტებით მოპოვებული წარმატების პიკზე ფრანგმა არტისტმა გადაწყვიტა გამოეცა სადებიუტო ალბომი Aleph, რომელიც სხვადასხვა მუსიკალური პროექტების, მათ შორის Kraftwerk და Colourbox-ის გავლენაც შეიმჩნევა. დღესდღეისობით Gesaffelstein რამდენიმე ახალ პროექტებზე მუშაობს, თუმცა, მანამდე იგი სპეციალურად Gem Fest-ის ერთგული მსმენელისთვის დაუკრავს.
Gesafellstein-ის ივენთს შეგიძლიათ უფასოდ დაესწროთ GEM Fest 2017 წლის ბილეთებით

მსგავსი ღონისძიებები