GEM JANUARY with CATZ ‘N DOGZ

GEM JANUARY with CATZ ‘N DOGZ ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

20 იანვარი 2017 23:00 Elektrowerk
2003 წლიდან მოყოლებული, პოლონელმა პროდუსერებმა და ლეიბლ Pets Recordings-ის დამფუძნებლებმა, რომლებსაც CATZ ‘N DOGZ -ის სახელით ვიცნობ, საკმაოდ წარმატებული გზა გაიარეს მუსიკალურ სამყაროში. დუომ, რომელიც მუდმივად ლავირებს ანდერგრაუნდსა და მეინსტრიმის საზღვრებს შორის, მალევე მიიქციამსმენელის და მსოფლიო პრესის ყურადღება. ჯერ კიდევ 2013 წელს, მათი კომპოზიცია " They Frontin " WMC Awards-ზე წლის საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში იყო წარდგენილი. დუოს შარშანდელი ალბომი, სახელწოდებით Basic Colour Theory , პოპულარულმა გამოცემა DJ Mag-მა წლის 10 საუკეთესო ალბომისჩამონათვალში შეიყვანა, Resident Advisor-ის მკითხველმა კი პოლონელი არტისტები Top 100 დიჯეის სიაშიმოახვედრა.CATZ ‘N DOGZ გამოირჩევა მსუბუქი, მელოდიური და დინამიური საუნდით, რომელმაც წლების მანძილზე მათთავიანთი ნიშა დაუმკვიდრა. დუოს მოსმენა შესაძლებელია მსოფლიოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე, მათ შორისაა დეტროიტის Movement Festival, Exit Festival, Electric Daisy Carnival და სხვა. ჯემ ფესტისმსმენელისთვის CATZ ‘N DOGZ თბილისში 20 იანვარს დაუკრავს.