GEM Fest 2018

GEM Fest 2018

09 აგვისტო 2018 11:00 ანაკლია
ჯემ ფესტი შეიქმნა როგორც განსაკუთრებული მოვლენა ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა პროფესიონალთა გუნდმა ოცნება რეალობად აქცია.  მუსიკის, ცეკვისა და სიცოცხლის სიყვარული ჩვენს შორის ურთიერთობის ენად იქცა. ყოველწლიურად ფესტივალი პრიორიტეტების შესაბამისად იცვლიდა მასშტაბებს და ფორმატს, მაგრამ ძირითადი ღირებულებები უცვლელი დარჩა - ეს არის ანაკლიის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემოქმედებით ამბიციის განხორციელებისთვის საჭირო გარემოს და განწყობის შექმნა.შარშანდელი მარათონული თავგადასავლების შემდეგ, წელს ჩვენი ამოცანა განსხვავებული იქნება. სოფელ განმუხურში Gem Fest 2018 ახალ ფორმატში ჩატარდება და ის 4 დღე გასტანს. 9-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალის ტერიტორიაზე ძირითადი აქტივობები მხოლოდ მუსიკალური ხასიათის იქნება. შესაბამისად,  შეიცვლება სცენების კონცეპტი და მათი ფუნქციონირების პრინციპი. მსმენელს ანაკლიაში 4 ერთმანეთისგან განსხვავებული სცენა დახვდება. თითოეული მათგანი თავისი უნიკალური კონცეპტის და იდენტობის მიხედვით იფუნქციონირებს, რაც მრავალფეროვანი მუსიკალური განწყობის შექმნის  საშუალებას იძლევა.გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არ შეიცვლება Gem Fest-ის, როგორც საერთაშორისო ფესტივალის როლი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეპატიჟებით უკლებლივ ყველას ვინც ჩვენთან ერთად ანაკლიაში ახალი საფესტივალო სივრცე შექმნა და იმათაც, ვინც მომავალი წლიდან აპირებს ამ შენების პროცესს შეუერთდეს.
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი Multi Pass 80

80
ყიდვა

ბილეთის ტიპი VIP Pass 2000

2000
ყიდვა