ფრენბურთი | საქართველო VS ხორვატია

ფრენბურთი | საქართველო VS ხორვატია

23 სექტემბერი 2017 17:00 ოლიმპიური სასახლე
2017 წლის 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მასპინძლობენ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ფრენბურთში ქალთა შორის. აზერბაიჯანში ჩატარდება A,C და D ქვეჯგუფების თამაშები, ხოლო თბილისში გაიმართება B ქვეჯგუფის თამაშები 22-24 სექტემბერს (3 დღე), სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ფრენბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები. მათი მეტოქეები იქნებიან ბელორუსიის, იტალიისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებები. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გადადის 3 გუნდი, რის შემდეგაც ბაქოში 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება ფლეი-ოფები და ფინალური თამაშები.