ექვთიმე ღვთისკაცი

ექვთიმე ღვთისკაცი

ექვთიმე ღვთისკაცი - ფილმის კინოპრემიერა როდესაც საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში 1921 წელს, მთავრობამ გადაწყვიტა შეეკრიბათ სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი და გაქცეულიყვნენ საფრანგეთში ემიგრაციაში. მათ სამუზეუმო განძის შეკრება დაავალეს ექვთიმე თაყაიშვილს და მის მცველად დანიშნეს. ფილმის სიუჟეტი ეხება ექვთიმე თაყაიშვილის (მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი) ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში 1921-45 წლებში.
ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას (მსახიობი - ანა წერეთელი) სიყვარულის ამბავი. ექვთიმემ ისე დაიცვა ქართული საგანძური მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, სასამართლო დავების, კრიმინალებისა და ფაშისტებისგან, რომ გაუძლო ყველანაირ ცდუნებას და არასოდეს გადაუხვევია იმ უზენაესი ზნეობრივი პრინციპებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელიც მარადიულად რჩება ამ სამყაროში.
ფილმის რეჟისორი - ნიკოლოზ ხომასურიძე

http://www.imdb.com/title/tt6058226/
ყიდვის დასასრულებლად დაგრჩათ
0