ექსპერიმენტორიუმი | სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი

ექსპერიმენტორიუმი | სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი

ვინ თქვა, რომ მუზეუმი და მეცნიერება მოსაწყენია? ექსპერიმენტორიუმი მეცნიერებასა და მუზეუმზე თავიდან ბოლომდე ცვლის წარმოდგენას, რამდენადაც ჩვენს ექსპონატებთან შეხება და მათი გამოცდაა შესაძლებელი. ჩვენთან ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ანატომიის დაახლოებით 80-მდე ექსპონატია წარმოდგენილი. იგრძენით თავი ნამდვილ მეცნიერად - ვინ იცის, შესაძლოა, ხვალ თქვენ აღმოაჩინოთ ახალი კანონი! გაზომეთ თქვენი ყვირილის ძალა, დაჯექით ლურმნებიან სკამზე, აწიეთ მეგობარე ჰაერში, ხელით დაიჭირეთ ელვა, დახატეთ ქვიშაზე და დასაკრავი ინსტრუმენტების საშუალებით იგრძენით თავი როკ-ვარსკვლავად. ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, ანუ მათთან შესაძლებელი და საჭიროა უკუკავშირი. და, კიდევ, ჩვენთან შესაძლებელია სიცილი და ხმამაღლა საუბარი :) ექსპერიმენტორიუმი ქალაქის ყველაზე უჩვეულო მუზეუმია. გვეწვიეთ ექსკურსიაზე, აღნიშნეთ დღესასწაულები და დაბადების დღეები, მიიღეთ მონაწილეობა მეცნიერულ შოუებში და შეცვალეთ თქვენი წარმოდგენა მეცნიერებასა და მუზეუმზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა: 10:00-20:00 სთ 

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი ბავშვები (3-6 წლის) 9

9
ყიდვა

ბილეთის ტიპი ბავშვები (7-17 წლის) 11

11
ყიდვა

ბილეთის ტიპი ზრდასრულები (18+) 13

13
ყიდვა

ბილეთის ტიპი საოჯახო ბილეთი (2 ზრდასრული, 2 ბავშვი) 39

39
ყიდვა