ცირკის ექსტრემალები

ცირკის ექსტრემალები

15 ოქტომბერი 2017 13:00 ცირკი
23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე, ყოველ შაბათ-კვირას თბილისის ცირკში ჩატარდება წარმოდგენა "ცირკის ექსტრემალები"!
ახალ პროგრამაში, თქვენ გელით დაუვიწყარი თავგადასავალი საცირკო სამყაროში, ცხოველებთან ერთად!
ცირკის არენაზე თქვენ იხილავთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო საცირკო ნომრებს, მსახიობების ვირტუოზულ შესრულებას ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზე, აკრობატულ და საჰაერო ტრიუკებს ურთულესი ელემენტებით, ჯიგიტების (მხედრების) შთამბეჭდავ ატრაქციონს ულამაზესი ქართული ცეკვის თანხლებით, ასევე ძაღლების, ცხენების და სხვა ცხოველების სახალისო ნომრებს, მხიარულ ჯამბაზს ბოს და მრავალ სხვას...
ყველაფერი ერთად თქვენ და თქვენ ბავშვებს მოგანიჭებთ დაუვიწყარ სიამოვნებას და ულევ სიხარულს! პროგრამაში მონაწილეობენ მსოფლიოს პრესტიჟული საცირკო ფესტივალების ლაურიატები.
გაახარეთ თქვენი პატარა, წაიყვანეთ ცირკში! :)