ციფრული სამიტი "Touch"

ციფრული სამიტი "Touch"

15 ნოემბერი 2017 09:00 ფაბრიკა
ყოველწლიური, საერთაშორისო ციფრული ივენთი Touch • Digital Summit-ის რიგით მეორე ღონისძიება 15 ნოემბერს, ფაბრიკაში გაიმართება.
ეს არის ინტელექტუალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ციფრულ ინდუსტრიაში არსებულ ადამიანებსა და მიმართულებებს. პროექტი ყოველწლიურ უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს.
Touch • Digital Summit-ზე წარმოდგენილია თემატური პრეზენტაციები და ვორქშოფები, რომლებიც შეეხება მონაცემების ანალიზს, მოგზაურობას, თანამედროვე ციფრულ ტენდენციებს, მომავლის ტექნოლოგიებს, მარკეტინგულ სტრატეგიებს, გლობალურ მოვლენებს, და ა.შ.
ივენთზე დასწრება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც დაინტერესებულია მიიღოს მეტი ინფორმაცია ციფრულ სამყაროს სხვადასხვა მიმართულებების შესახებ.
წლევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები შემდეგი კომპანიებიდან არიან:
Google
TripAdvisor
Web Summitდა სხვა

სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე:
❖ How to grow your business with YouTube;
❖ How to influence Online Traveler purchase decision;
❖ Influence of Ecotourism;
❖ Building your brand through Storytelling...

Touch • Digital Summit თავის მხრივ უმასპინძლებს ქართულ ანდერგროუნდ არტისტებს, რომელთა სიაც მალე გახდება ცნობილი.
საინტერესო სპიკერებით, თემებითა და ლაივ პერფორმანსებით Touch • Digital Summit გელოდებათ ფაბრიკაში, 15 ნოემბერს.