ციფრული მარკეტინგის კონფერენცია

ციფრული მარკეტინგის კონფერენცია

17 ოქტომბერი 2017 15:00 Tbilisi Marriott Hotel
17 ოქტომბერს ციფრული მარკეტინგული სააგენტოს "Elliot Webber"-ის ორგანიზებით ჩატარდება ციფრული მარკეტინგის კონფერენცია - “ციფრული რეალობა”.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს "Elliot Webber"-ის  პარტნიორი - RBBi (Red Blue Blur ideas), რომელიც შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი წამყვანი ციფრული მარკეტინგის სააგენტოა და ემსახურება ისეთ წარმატებულ კომპანიებს, როგორებიც არიან: Qatar Airways, Toyota, Honda, Marriott, Emaar, Atlantis the Palm, Hertz და სხვა.
 
გეძლევათ უნიკალური შანსი:
·         მიიღოთ ინფორმაცია ციფრული სამყაროსა და ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების შესახებ
·         შეაფასოთ და დასახოთ თქვენი კომპანიის ციფრული სტრატეგია
·         მიიღოთ პასუხები თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე
·         მოუსმინოთ და ინტერაქციაში შეხვიდეთ ციფრული მარკეტინგის წამყვანი საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებთან.
 
მთავარი თემები:
·         ინტერნეტ მასობრივი მედიის არხების მნიშვნელობა ბიზნესისთვის
·         ციფრული ტრანსფორმაცია
·         როგორ ავაგოთ ელექტრონული კომერციის იმპერია
·         ელექტორნული კომერციის გაგება
·         დოლარის ინვესტირების სწორი გზა
·         წარმატებული ციფრული მარკეტინგის ქეისები
 
კონფერენცია განკუთვნილია:
·         მარკეტერებისთვის, პიარ მენეჯერებისთვის, ყველასთვის ვისაც სურს მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტების შესახებ, წარმატებული კამპანიების დასაგეგმად
·         ბიზნესის თუ სტარტაპის მფლობელებისთვის, ვისაც სურთ გაიზიარონ წამყვანი სპეციალისტების საერთაშორისო გამოცდილება ციფრული სტრატეგიის დასაგეგმად
·         ან თუნდაც სტუდენტისთვის, ვისაც აინტერესებთ ეს სფერო და დგამს პირველ ნაბიჯებს.
 
კონფერენციის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი
დაგაინტერესათ კონფერენციამ? დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ,
ესტუმროთ  "Elliot Webber"
ის ვებგვერდს: https://ew.ge/events
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი საერთო სივრცე 85

85
ყიდვა