ჩემი გაზაფხულის შემოდგომა

ჩემი გაზაფხულის შემოდგომა ყველა ბილეთი გაყიდულია

01 ოქტომბერი 2017 20:00 გაბრიაძის თეატრი
ასაკობრივი შეზღუდვა 12 წლამდე
ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძესპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“
შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთად
პრემიერა: 2002 წელი, ლოზანა, შვეიცარია
ხანგრძლივობა: 90 წუთი