ბიზნეს ლიდერობის ქოუჩინგი / ნლპ და ქოუჩინგი

ბიზნეს ლიდერობის ქოუჩინგი / ნლპ და ქოუჩინგი

14 ოქტომბერი 2017 09:45 დიდუბე პლაზა
2017 წლის 14-17 ოქტომბერს, თბილისში ატარებს ტრენინგს საერთაშორისო ტრენერი: რობი სტაინჰაუსი (Robbie Steinhouse) თემაზე: ბიზნეს ლიდერობის ქოუჩინგი / ნლპ & ქოუჩინგი.
თუ გსურთ იყოთ წარმატებული თქვენს ბიზნესში, ან გინდათ დაეხმაროთ სხვებს გახდნენ წარმატებული ლიდერები, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა!
ტრენინგის პროგრამის ავტორია ლიდერობის ექსპერტი, ლონდონის NLP School-ის დამფუძნებელი და წამყვანი ტრენერი რობი სტაინჰაუსი (Robbie Steinhouse), პროგრამა შედგენილია მისი ბოლო წიგნის „გონიერი ბიზნეს ლიდერობა“ („Mindful Business Leadership“) მიხედვით.
რობი სტაინჰაუსი ამ პროგრამით ტრენინგებს ატარებს და ასწავლის მეწარმეებს, ბიზნეს ლიდერებსა და პროფესიონალებს მთელ მსოფლიოში. მათ შორის BNP Paribas-ში და უნივერსიტეტებში, ასევე საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში - Ecole Polytechnique.
რობი სტაინჰაუსის საავტორო პროგრამა „ბიზნეს ლიდერობის ქოუჩინგი/ ნლპ და ქოუჩინგი“ აკრედიტირებულია სტანდარტების ოფისის CPD-ის მიერ.
კურსი ითვალისწინებს ქოუჩინგში განგრძობითი განათლების (CCE) 19.5 კრედიტ საათს, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) წევრობისთვის სავალდებულო რესურსების განვითარების ერთეულებს და CPD ოფისის მოთხოვნების შესაბამის პროფესიული განვითარების 18 კრედიტ საათს.
ეს არის ტრენინგი, რომელიც შეცვლის თქვენ ცხოვრებას!!!
ოთხდღიანი პროგრამის მთავრი თემებია:
-        წარმატებული ბიზნესის განმაპირობებელი მოდელები;
-        თქვენი წინსვლის დამაბრკოლებელი ფაქტორების გამოვლენა;
-        ბიზნესის წარმართვის და გაფართოების პრაქტიკული საშუალებები;
-        ხედვის ჩამოყალიბების, საკუთარი თავის შთაგონებისა და სხვების მოტივირების სავარჯიშოები;
-        შედეგიანი და ძლიერი საშუალებები ფსიქოლოგიური წინაღობების გადასალახად;
-        ქოუჩინგისა და თვითქოუჩინგის უახლესი ტექნიკები.
ტრენერის შესახებ:
რობი სტაინჰაუსს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნეს ლიდერობის, ქოუჩინგისა და ნლპ-ის სწავლებაში. არის კერძო საკუთრებისა და სადაზღვევო კომპანია Gray’s Inn Group-ის თავმჯდომარე, რომელიც 1987 წელს დააარსა, არის საერთაშორისო ქოუჩინგის ფედერაციის (ICF) მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი, გენერატიული ქოუჩინგის პრაქტიკოსი და Coaching Consultancy-ს დირექტორი, რობი სტაინჰაუსი არის NLPU-სა და ANLP-ს მასტერ ნლპ ტრენერი და ლონდონის ნლპ-ს სკოლოს წამყვანი ტრენერი, სანტა-კრუზის NLP University-ს პარტნიორი და ტრენერი. რობი სტაინჰაუსი „ლიდერობის ქოუჩინგი“ -ს ტრენინგებს ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა მსხვილ ბიზნეს-ორგანიზაციებში, ასევე მთავრობებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის, როგორებიცაა Accenture, BNP Paribas, Bank of England, BBC, Coca Cola, Disney Corp, HSBC, KPMG, NHS, Rolls Royce, Tesco, Vadafone, გაერო და წითელი ჯვარი.
რობი სტაინჰაუსის ავტორობით გამოცემული წიგნები:
-        „გონიერი ბიზნეს ლიდერობა“ (Mindful Business Leadership),
-        „იფიქრე როგორც მეწარმემ“ (Think like an Entrepreneur),
-        „არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებები“ (Brilliant Decision making),
-        „როგორ განვახორციელოთ ქოუჩინგი ნლპ-ს მეშვეობით და მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები“ (How to Coach with NLP and Making Effective Decisions).
რობი სტაინჰაუსის წიგნები შვიდ ენაზეა ნათარგმნი.