ბედნიერების სავარჯიშოები

ბედნიერების სავარჯიშოები

▶️ 1 წუთის მანძილზე რომ დაფიქრდეთ გაიხსენეოთ თქვენს ცხოვრებაში წარმატებული და წარუმატებელი მომენტები. რომელი უფრო მალე გაგახსენდებათ? რომელი უფრო მოგონებების მწვერვალზე აღმოჩნდება? თქვენ წარმატებული ხართ? თუ თავს წარუმატებლად მიიჩნევთ? თქვენ ბედნიერი ხართ? თუ არა?

▶️ მაინც, რა არის საჭირო თქვენი ბედნიერებისთვის? წარმატებული კარიერა? ფული? მეორე ნახევრის პოვნა? ოჯახის წევრების კარგად ყოფნა? გამართულ სახელმწიფოში ცხოვრება? სოციალური გარანტიები? თუ თქვენი დასახული მიზნების მიღწევა? თურმე ბედნიერება დეტალებშია, ყოველდიურ დეტალებში. ბედნიერება არის ადამიანის გადაწყვეტილება – შეხედო გარშემო მოვლენებს უფრო პოზიტიურად და დაინახო დადებითი ყოველდღე, პატარა მოვლენებში. ისეთი ფაქტორები კი, როგორიც არის კარგი სამსახური, წარმატებული კარიერა, ბოლო მოდელის ავტომანქანა, საკუთარი აგარაკი, მოგზაურობა, დიდი ოჯახი, საყვარელი ადამიანები და მეგობრები გვერდით, ხშირად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბედნიერების განცდა დაგეუფლოს. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და მათი სრულად ან ნაწილობრივ ფლობა ძალიან ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენა ხდება.

▶️ ბედნიერების მკვლევარები თავიანთ შედეგებში მუდამ ამტკიცებენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მოვლენები და საგნები ნეიტრალურია და ჩვენ ვანიჭებთ მას გარკვეულ შინაარს და აზრს. პოზიტიურ ფსიქოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ განწყობებს. თუ განეწყობი დაინახო დადებითი მოვლენები შენს ცხოვრებაში ყოველდღიურად, აუცილებლად დადებითი მოვლენებით სავსე გახდება ის სულ მალე.

▶️ ბედნიერების სავარჯიშოები ეფუძნება პოზიტიურ ფსიქოლოგიის კონცეფციას, მარტინ სელიგმანის მოდელს PERMA და ჩიქსენთმიხაილის კონცეფციას FLOW, რომელიც ეხმარება ადამიანებს გაიფურჩქნოს, აღმოაჩინოს თავისი ძლიერი მხარეები, მოახდინოს თავისი მიზნების რეალიზება, მიაღწიოს საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებასა და კარგად ყოფნას, რასაც ჩვენ ხშირად ბედნიერებას ვუწოდებთ.

▶️ სემინარის შედეგად მონაწილეები გააცნობიერებენ საკუთარ ცხოვრებისეულ მიზნებსა და მოტივებს. შეძლებენ აღმოჩნონ საკუთარი ძლიერი მხარეები და რესურსები, პოზიტიურად შეხედონ მათ პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში მომხდარ კრიზისულ მოვლენებს. შეძლებენ უფრო ეფექტურად მართონ საკუთარი პირადი და პროფესიული ცხოვრება, დაგეგმავენ პერსონალური განვითარების სტრატეგიას, გააუმჯობესებენ სამუშაო – პირადი ცხოვრების ბალანსს.
📌 სემინარის ხანგრძლივობა : 3 საათი
📌 სემინარის ღირებულება: 50 ლარი.

გაიცემა სერთიფიკატები.

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.

ბილეთის ტიპი საერთო სივრცე 50

50
ყიდვა