ბედისწერის თეატრი

ბედისწერის თეატრი

რეჟისორი: ირაკლი გოგია, ლაშა გოგნიაშვილი
ავტორი: გოდერძი ჩოხელი
მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
რეჟისორის ასისტენტი: რუსუდან შოშიტაშვილი
როლებში: გია ჯაფარიძე, გვანცა კანდელაკი, ბექნუ ქაფიანიძე,გიორგი ცხადაძე, მზია ტალიაშვილი, მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, თამთა პატაშური, ნელი ბადალაშვილი, ლიკა ქუთათელაძე, ქეთი გიორგაძე, ვაჟა ციცილოშვილი, ვასილ შიხაშვილი, გიგი მიგრიაული, ვალერი ტორონჯაძე, შორენა ზუბიაშვილი, ანდრია გველესიანი, მაია ვაწაძე

ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან ხედავს მთელ სამყაროს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა. სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა-ალალმართლობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას.

ხანგრძლივობა: 70 წუთი