არტისტები პუბლიკისთვის

არტისტები პუბლიკისთვის ბილეთები იყიდება ადგილზე

17 მარტი 2018 22:30 Art House
21-ე საუკუნის თბილისში გაცოცხლებული მე-19 საუკუნის ევროპული კლასიკური მუსიკის სალონი მე-20 საუკუნის ნიუ იორკის გავლენით - 17 მარტს, „პუბლიკაში“ ყველასთვის ცნობილი არტისტები სამ საუკუნეს გააერთიანებენ. ეს იქნება კლასიკური მუსიკის, ქართული პოლიფონიის და ჯაზის თანხვედრა მხატვრობასთან და ქორეოგრაფიასთან.

დამსწრე პუბლიკას ეძლევა ექსკლუზიური შესაძლებლობა გახდეს პერფორმანსის ნაწილი, მაყურებელი იმოგზაურებს დროში; ერთ სივრცეში გაერთიანდება საქართველო, ევროპა და ამერიკა; „პუბლიკის“ სტუმრები გაეცნობიან ჯერ კიდევ უცნობ ისტორიებს, მუსიკის, ცეკვის და მხატვრობის თანხლებით.

საღამოს უმასპინძლებს უნიჭიერესი პიანისტი, ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, საქველმოქმედო ფონდის “Young for young”-ის დამფუძნებელი,  დავით ალადაშვილი. სტრავინსკის ჰანგებზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის წამყვანი სოლისტი ნათია ბუნტური, ისტორიას გააცოცხლებს თანამედროვე ქორეოგრაფიით. ვიოლინოს სიმებით საღაოს მე-19 საუკუნის ელფერს შესძენს ვირტუოზი მევიოლინე, საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი ნათია გუგულაშვილი. ხოლო, ქართველი გენიოსი კლასიკოსების ნაწარმოებებს კი წარმოადგენს არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც ვენაში „ფენომენალური“ უწოდეს. ჯაზ სექსტეტი "The Quintessence" , რომელსაც ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე თანამედროვე სახით გააქვს, დასავლეთის წარსულ ისტორიაში ქართულ კულტურას შემოიტანს.

„პუბლიკის“ კარი 20:30 საათიდან გაიღება, ხოლო პერფორმანსი - 22:30 საათზე დაიწყება.

100 ლარიანი დასაჯდომი ბილეთის ღირებულებაში შედის სასმელი და სნეკი.
ადგილების ჯავშნისა და დამატებითი ინფორმაციისთვის, დარეკეთ: ‭+995544444544‬