ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი

23 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია "რედკო" წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ  პროექტს - „მუსიკა გვაერთიანებს“, რომლის მთავარი გმირიც მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი გახლავთ. პროექტი ორ ნაწილად იქნება წარმოდგენილი, პირველი ნაწილი მთლიანად კლასიკურ ჟანრს დაეთმობა და ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ცნობილ არიებს შეასრულებს.  კლასიკური ნაწილის დასასრულს კი აღიარებული მეცო-სოპრანო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და იტალიელ მუსიკოსებთან ერთად -  ბენდი Profusion სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე.