ახალი წელი ანდრის ლიეპასთან ერთად

ახალი წელი ანდრის ლიეპასთან ერთად ყველა ბილეთი გაყიდულია

მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი ანდრის ლიეპა 13 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მაყურებელს ახალ წელს მიულოცავს და საინტერესო ისტორიებს მოუყვება ბალეტის ისტორიიდან. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ი. სტრავინსკის „ფასკუნჯი“ (მ. ფოკინის ქორეოგრაფია), რომელიც თბილისში ანდრის ლიეპამ დადგა. საახალწლო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ  მსოფლიო საბალეტო კომპანიების სოლისტები და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტები და მოცეკვავეები. საღამო ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების 10 წლის იუბილეს ეძღვნება.