90-იანები ”ეზო”- ში

90-იანები ”ეზო”- ში ყველა ბილეთი გაყიდულია

16 დეკემბერი 2017 17:00 ეზო
90-იანები ”ეზო”-ში!
ზამთრის ყველაზე საკაიფო წვეულება მესამედ გელოდებათ.

რატომ შეგვიყვარდა ასე ძალიან ყველას ეს დღე ?

იმიტომ, რომ ბავშვობა და ის ”რაღაცნაირი” თავისუფლება გვახსენდება.
იმიტომ, რომ ყველაზე ბნელი დღეებიც კი ბავშვობის მოგონებებში

ზოგს დედის და მამის სითბოს,
ზოგს შარვლით ძილს,
ზოგს ფეჩის და სუხოი სპირტის სუნს,
ზოგს მეზობლის საჭმელს,
ზოგს ტელეგრეიკას,
ზოგს შეშას,
ზოგს პირველ სიყვარულს,
ზოგს პირველ სექსს,
ზოგს პირველ შამპანურს,
ზოგს პირველ სიგარეტს,
ზოგს პირველ გათენებულ ღამეს,
ზოგს პირველ ძმაკაცებს,
ზოგს პირველ გოგოსთან ცეკვას,
ზოგს პირველ ბიჭთან ცეკვას,
ზოგს პირველ მუსიკაზე ტირილს,

და ყველას გვახსენებს პირველ და ყველაზე ნამდვილ შეგრძნებებს!!!!!!

დროა ისევ ავუშვათ ჰაერში სიყვარული და დავდოთ ქალაქის ყველაზე თბილი ზამთრის გულაობა!

წვეულებაზე დაშვების წესები:
მხოლოდ 18 წლის ზევით

მხოლოდ პირდაობის დამადასტურებელი საბუთით. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბილეთი შეძენილი გაქვთ და არ გაქვთ პირადობის დამდასტურებელი საბუთი, ვიტოვებთ უფლებას არ დაგიშვათ წვეულებაზე.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნით.

მოთხოვნის გასაკეთებლად, გთხოვთ, გაიაროთ ფეისბუქით ავტორიზაცია