FKJ

კვირა, 06 აგვისტო 21:00

Black Sea Arena Front Stage

აღწერა

6 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage ფრანგ მუსიკოსს და მულტი-ინსტრუმენტალისტს, FKJ უმასპინძლებს.

ბრიტანული როკ მუსიკის, ჯაზის და ფიუჟენის გავლენით Vincent Fenton-მა მუსიკის შექმნა ადრეულ ასაკში დაიწყო. თუმცა მისი წარმატების მთავარი გასაღები 2017 წელს გამოცემული კომპოზიცია Tadow აღმოჩნდა, რომელიც მისი და Masego-ს კოლაბორაციული ნამუშევარია. მუსიკის შესრულების ინდივიდუალური სტილის და განსაკუთრებული ჟღერადობის წყალობით, FKJ-სთვის მაშინვე გაიღო დიდი ფესტივალების თუ სახელოვნებო სივრცეების კარი.

2017 წელს მან Coachella-ზე დაუკრა, რასაც მოჰყვა თავის გამოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ფორუმებზე, მათ შორის Lollapalooza, Euphoria და სხვა. ნიუ ჯაზის, ელექტრონული მუსიკის და R&B-ის გემოვნებიანი შეზავებით, FKJ-მ უკვე რამდენიმე სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. მათ შორის აღსანიშნავია 2022 წელს გამოსული ალბომი Vincent, სადაც არტისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის თავისი თაობის უნიჭიერესი მუსიკოსია. იმავე წელს მან ლეგენდარულ Carlos Santana-თან ერთად კომპოზიცია Greener შეასრულა. FKJ საქართველოში პირველად დაუკრავს და ქართველ მსმენელსაც პირველად ექნება საშუალება ცოცხლად მოისმინოს თავისთვის საყვარელი კომპოზიციები.

ღონისძიების დასაწყისი: 21:00

კარები გაიხსნება: 19:00

Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, Damian Lazarus და All Day I Dream.

კვირა, 06 აგვისტო 21:00

Black Sea Arena Front Stage

ორგანიზატორებისთვის

ჩატარებული ღონისძიებები

TKT Club-ის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

წესები და პირობები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.

საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.