Nile Rodgers & Chic

შაბათი, 05 აგვისტო 21:00

Black Sea Arena Front Stage

აღწერა

5 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ის ეზოში მდებარე Front Stage ამერიკელ მუსიკოსს და პროდუსერს, Nile Rodgers და მის ბენდს Chic უმასპინძლებს.

4 გრემის მფლობელი Nile Rodgers დისკო მოძრაობის პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური პროდუსერია, რომელმაც პოპ-მუსიკის ტრაექტორია სამუდამოდ შეცვალა. 70-იან წლებში დაფუძნებულ ბენდ Chic-თან ერთად მან ისეთი საკულტო კომპოზიციები შექმნა, როგორებიცაა Le Freak, I Want Your Love, Good Times და სხვა, რომელთაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარეს დისკო კულტურის აღორძინებას.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ნაილ როჯერსის, როგორც პროდუსერის და მენტორის მოღვაწეობა, რისი შედეგიცაა Diana Ross-ის Upside Down, David Bowie-ის Let's Dance, Madonna-ს Like a Virgin და Daft Punk-ის Get Lucky. ეს სია უსასრულოდ გრძელდება და სხვადასხვა დეკადას თუ კონტინენტს კვეთს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამერიკელი მუსიკოსის უნარს შექმნას ყველა თაობისთვის ღირებული მუსიკა.

ბენდ Chic-თან ერთად ნაილ როჯერსი ყველა თაობისთვის საყვარელ ჰიტებს შეასრულეს და Front Stage-ს სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენებს თუ რამდენად მაგიურია მუსიკის ძალა.

ღონისძიების დასაწყისი: 21:00

კარები გაიხსნება: 19:00

Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream.


შაბათი, 05 აგვისტო 21:00

Black Sea Arena Front Stage

ორგანიზატორებისთვის

ჩატარებული ღონისძიებები

TKT Club-ის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

წესები და პირობები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.

საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.