14.00 ₾ - დან
დან


ორთა ბოდვა
სამშაბათი, 11 აპრილი 20:00
ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრი
რეჟისორი- კოკო როინიშვილი
მონაწილეობენ: თეკლა ჯავახაძე, ირაკლი გოგოლაძე
სპექტაკლის შესახებ: ეჟენ იონესკოს პიესა 1962 წელს არის დაწერილი, მაშინ დრამატურგი ფიქრობდა, რომ ურთიერთობა ადამიანებს შორის ზედაპირული, ცივი იყო... დღევანდელი გადმოსახედიდან ვხედავთ, რომ 60-იან წლებში ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ვიდრე დღეს . შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს უფრო მოშორდებიან და თავის სულიერ მარტოობას ახალ ტექნოლოგიებსა თუ გაჯეტებში დამალავენ. ტრაგედიაა? იქნებ პირიქით?.. იქნებ უნდა ვიცინოთ იმაზე თუ რა დაუნდობლად გვამასხარავებს სამყარო, ავყვეთ ბასრ იუმორში ცხოვრებას, რომელიც იონესკოს აზრით სრულიად ამაოა. იქნებ ზუსტად იმ აზრს გავურბივართ რომ ამაოა ცხოვრება და ამიტომაც ვართ მუდმივად აბსურდულ რეალობაში, თავს ვირთობთ?
ეს პიესა არის ანტი-თეატრი, პიესა რომელიც თავისთავად არის შეკითხვა, საშუალებას გვაძლევს ვიპოვნოთ პასუხები.