cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

ხომ არ აფრენ?!

ყველა ბილეთი გაყიდულია

კვირა, 26 მარტი 20:00

თუმანიშვილის თეატრი

აღწერაიან ტაატეს პიესის მიხედვით
რეჟისორი - რუსუდან ბოლქვაძე
თარგმანი - ირინე ჯავახიძე
მხატვარი - მარიამ ხაჭაპურიძე
მუსიკალური გაფორმება - რუსუდან ბოლქვაძე
რეჟისორის ასიტენტი - სოფო დანელია
მონაწილეობენ: ნიკა წერედიანი, მაია გელოვანი, გეგა ჩხაიძე, ანა მატუაშვილი
„ხომ არ აფრენ?! “ესაა სიურეალისტური კომედია ოჯახურ დრამაზე, თუმცა, მთავარი სათქმელი სცდება ოჯახური ცხოვრების საზღვრებს, კომფორტულ რუტინაში დაკარგულ ადამიანს და ზოგადად ადამიანური ბედნიერების არსს ეხება.
მივლინებიდან დაბრუნებული ცოლი ქმარს უცხადებს, რომ აეროპორტში ვინმე მანფრედი გაიცნო, მასთან რამდენიმე დღე გაატარა, შეყვარებულია და ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა. ქმართან ცხოვრება მოსაწყენი გამხდარა ,,ყოველი ახალი დღე წინას ჰგავს’’, მაფრედთან კი ქალს მენტალური თავსებადობა აქვს, თავს ბედნიერად გრძნობს და გადაუწყვეტია, რომ სამივემ ერთად უნდა იცხოვროს.
ცხოვრების არანორმალურ რიტმს აყოლილი, ყოფით წვრილმანებში ჩაფლული ადამიანები შეძლებისდაგვარად ცდილობენ თავისი წილი ბედნიერების მოპოვებას და შენარჩუნებას.
საბოლოოდ, პირისპირ მარტოდ დარჩენილი ცოლ-ქმარი ხვდება, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იპოვო სიყვარული, ოჯახური ბედნიერება კი სწორედ ყოველდღიურ წვრილმანებში შეიძლება იყოს .
ხანგრძლიოვობა: 110 წუთი


კვირა, 26 მარტი 20:00

თუმანიშვილის თეატრი