₾ 40.00


შეხვედრა გია ბაღაშვილთან
შაბათი, 29 აპრილი 20:00
ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზი (ბელიაშვილის ქ. #68)
აღწერა
29 აპრილს, ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში გელით დაუვიწყარი საღამო - პრემიერა პროექტისა “შეხვედრა გია ბაღაშვილთან”.
საღამო განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება გია ბაღაშვილის შემოქმედების მოყვარულთათვის. საინტერესო თხრობა და ხალასი იუმორი, სიმღერა და ინსტრუმენტული მუსიკა ცოცხალი შესრულებით - ამ ყოველივეს ეს მრავალმხრივი შემოქმედი, უნიჭიერესი მუსიკოსი, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული მკვლევარი, ფოლკლორისტი, ტელეწამყვანი და რაც მთავარია, ყველასათვის საყვარელი პიროვნება, საათნახევრის განმავლობაში, სცენაზე სოლო ფორმატში წარმოგიდგენთ.
ფასი - 40 ₾