cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

25.00 ₾ -

დან

ნელსონ გოერნერი

აღწერა

საფორტეპიანო მუსიკის საღამო

კონცერტი ეძღვნება ნოდარ გაბუნიას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს

პროგრამა

I

ფრედერიკ შოპენი - ბალადა N1, სოლ მინორი, თხზ.23

ფრედერიკ შოპენი - ბალადა N2, ფა მაჟორი, თხზ.38

რობერტ შუმანი - "კარნავალი", თხზ.9

II

ნოდარ გაბუნია - "იმპროვიზაცია და ტოკატა"

ფერენც ლისტი - სონატა სი მინორი, S.178

ნელსონ გოერნერი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი, უკრავს ჩვენი დროის ისეთ პრესტიჟულ ორკესტრებთან, როგორებიცაა პარიზის ორკესტრი, ლონდონის, იაპონიისა და ლოს-ანჟელესის ფილარმონიული ორკესტრები, Deutsche Kammerphilharmonie, მარიინსკის ორკესტრი და NHK სიმფონიური ორკესტრი; ჰამბურგის, მალმოს, ანტვერპენის სიმფონიური და ჰალეს ორკესტრები. იგი, ასევე, თანამშრომლობს წამყვან დირიჟორებთან, რომელთა შორისაა: ვლადიმერ აშკენაზი, ფილიპ ჰერევეგე, ნეემე იარვი, პაავო იარვი, ჯონათან ნოტი, ფაბიო ლუიზი და ესა-პეკა სალონენი.

კამერული მუსიკის დიდი მოყვარული, ნელსონ გოერნერი ხშირად მართავს კონცერტებს შემდეგ არტისტებთან: მარტა არგერიხი, სტივენ ისერლისი და გარი ჰოფმანი.

პიანისტს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს ბუენოს-აირესის მუსიკალურ ინსტიტუტთან Mozarteum Argentino და ვარშავის შოპენის ინსტიტუტთან – გოერნერი ამ უკანასკნელის მრჩეველთა კომიტეტის წევრია.

პიანისტის დისკოგრაფია მოიცავს ალბენისის,შოპენის, ბეთჰოვენის, ბრამსის, დებიუსის, შუმანის, ფორესა და ფრანკის ნაწარმოებებს. გოერნერის არაერთი ალბომი მოიხსენიება „სარეკომენდაციო“ ჩანაწერთა სიაში. მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია: „Diapason d’Or“ - დებიუსის ნაწარმოებთა ჩანაწერისთვის; ჟურნალ BBC Music Magazine-ის პრიზი “შუმანის ნაწარმოებთა ჩანაწერისთვის; ჟურნალ Classica-ს პრიზი “Choc” და “Diapason d’Or” შოპენის პრელუდების ალბომისთვის.

ნელსონ გოერნერი დაიბადა 1969 წელს სანპედროში, არგენტინაში. იგი სწავლობდა

ხორხე გარუბასთან, ხუან-კარლოს არაბიანსა და კარმენ სკალციონესთან. 1986 წელს მან

მოიპოვა პირველი პრემია ბუენოს-აირესის ფერენც ლისტის სახელობის კონკურსზე, რის შედეგადაც მიიღო ჟენევის კონსერვატორიის სტიპენდია, სადაც სწავლობდა მარია ტიპოს კლასში. 1990 წელს ნელსონ გოერნერი გახდა ჟენევის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი.

ნელსონ გოერნერი ცხოვრობს შვეიცარიაში მეუღლესა და ვაჟთან ერთად.

იგი ჰუმანიტარული ორგანიზაციის Ammala აქტიური მხარდამჭერია.