70.00 ₾ - დან
დან


ყაზბეგის თასი
შაბათი, 08 აპრილი 08:00
სტეფანწმინდა
ყაზბეგის თასი - სკიტურის პირველი ყოველწლიური შეჯიბრი საქართველოში TRAILLAB-ისა და Altihut-ისგან დაბრუნდა 2023 წლის ღონისძიებით!
2023 წლის, 8 აპრილს საქართველოში სკიტურის ოფიციალური ყოველწლიური შეჯიბრი ჩატარდება. ჩვენ შარშანდელივით დაგვხვდება ულამაზესი მარშუტი და დაუვიწყარი ემოციები. წინა წლის მსგავსად,
ყაზბეგის თასი მასპინძლობს 2 დისტანციას, 10კმ და 5კმ. ორივე მარშუტის მნიშვნელოვანი ნაწილიდან კარგად ჩანს მყინვარწვერისა და გერგეტის სამების ჩვენთვის საყვარელი ხედები.
ორივე დისტანციის მარშუტი იწყება გერგეთის სამების პარკინგზე და მიუყვება გაკვალულ და მონიშნულ ბილიკს საბერწეს უღელტეხილისკენ, საიდანაც იწყება მყინვარწვერისა და გერგეტის მყინვარის ულამაზესი ხედები და ჩანს ფინიშის ადგილიც - სამთო თავშესაფარი Altihut. მოკლე დისტანციის (5კმ, 900მ) მონაწილეები პირდაპირ ალტიჰატთან მოწყობილი ფინიშისკენ გაემართებიან. სრული დისტანციის (10კმ, 1,500მ) მონაწილეები კი ზღვის დონიდან 3,600 მეტრზე ასვლის შემდეგ, სასიამოვნოდ დაეშვებიან ფინიშისკენ, სადაც მათ სასიამოვნო გარემო და თბილი სასმელები ელოდებათ.
ორივე დისტანციის საპრიზო (I, II, III) ადგილებზე გასული მონაწილეები ქალებისა და კაცების კატეგორიაში მიიღებენ საინტერესო პრიზებს.
შეჯიბრში მონაწილეობისთვის აუცილებელია სპეციალური აღჭურვილობა, რომლის ჩამონათვალი მოცემულია ბმულზე: traillab.ge/skimo
ბილეთის საფასურში შედის უბედური შემთხვევის დაზღვევა.
ღონისძიების თარიღი: 8.04.2022
აღჭურვილობის შემოწმება: 08:00
შეჯიბრისწინა ბრიფინგი: 08:30
შეჯიბრის დასაწყისი: 09:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+