cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

60.00 ₾ -

დან

ალექსეი ივაშენკო თბილისში

აღწერა

ალექსეი ივაშენკო - უნიკალური არტისტი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ჟანრში. საავტორო სიმღერის მოყვარულთათვის ის - მრავალი საყვარელი სიმღერის ავტორია და ასევე გეორგი ვასილევთან ერთად საკულტო დუეტი "IVASI"-ს წევრია. მუსიკალური თეატრის თაყვანისმცემელთათვის - არის მიუზიკლის "NORD-OST"-ის თანაავტორი, მიუზიკლი "ჩვეულებრივი სასწაულის" პროდიუსერი და მსახიობი, რუსული ტექსტების ავტორი მიუზიკლებისთვის "მუსიკის ხმა", "ოპერის აჩრდილი", "სიმღერა წვიმაში", "კონკია". კინოს მოყვარულთათვის ის - ჰიუ გრანტის, რობინ უილიამსის, ჯერემი აირონსის და ბრიუს უილისის ხმაა.

საქართველოში ალექსეი ივაშენკო წარსდგება პროგრამით "მფრინავი თეფშის ბორტინჟინერი", რომელიც აერთიანებს "IVASI" ჰიტებს და პოპულარულ კომპოზიციებს არტისტის სოლო ნამუშევრებიდან. და, რა თქმა უნდა, ალექსეი იგორევიჩი გულწრფელად გეტყვით, რითი ცხოვრობს ახლა და რაზე ფიქრობს. მაყურებელს ელოდება გულახდილი საუბარი და გულწრფელი მუსიკა!

ასაკობრივი შეზღუდვა 12+