cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

CIRCUS•CLINICAL HATES / GENERALI MINERALI / HVL / MENTAL LIMIT / THEMOMQMEDI

აღწერა

28 იანვარს გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ CIRCUS-ის მომდევნო ივენთი.

• Clinical Hates - ქართველი არტისტი რომლის პროექტის შექმნის იდეაც გაჩნდა 2018 წელს.

არტისტს აქვს ნამუშევარი აქვს ისეთ ლეიბლებთან როგორიცაა: Scuderia Records, NineTimesNine, SCTR, Obscuur Records და მრავალი სხვა. ამ ყველაფრის შემდგომ მან ასევე შექმნა ლეიბლი სახელად Fast Blood Action.

მისი ამჟამინდელი მუსიკალური ჟღერადობად შეგვიძლია ჩავთვალოთ Industrial, Hard Techno, Groove Techno, Trance. არტისტის სეტებში მთავარი ადგილი უჭირავს ტემპს. მისი მუსიკა გათვლილია სისწრაფეზე და ამავრდოულად მძიმე მაგრამ მრავალფეროვანი ელემენტებით. Clinical Hates ის სეტებს პოდკასტების სახით შეგიძლიათ მოუსმინოთ HEX, Monasterio Moscow, Gegen Berlin, Hard Vision, Substantiv.....

————————————————————————————

• Generali Minerali - ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეულად ნიჭიერი არტისტი,

ავტორი სხვადასხვა რელიზების ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Crobot Muzik, RFR Records, Undersound Recording, Oman Records, Mind Controlled Rectifier და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკა ძირითადად ორიენტირებულია ელექტრო/ბრეიკის ხმის უხეშ ჟღერადობებზე, მისი ლაივ აქტები და დიჯეი სეტები გამდიდრებულია ელექტრონული საცეკვაო მუსიკის სხვადასხვა ბგერებითა და ელემენტებით : ( ტექნო, ელექტრო, ბრეიკი, ეისიდ. )

ის ასევე არის თბილისის ერთ-ერთი საკულტო ადგილის - დრამა ბარის და მისი მემკვიდრე - Tes Club-ის წევრი.

————————————————————————————

• HVL - BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ Voyager-ზე, სახელად Flats.2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა.

2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა Linear Movement-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.

————————————————————————————

• Mental Limit - ახალგაზრდა არტისტის გიორგი დიასამიძის პროექტია, თავისი მამოძრავებელი კომპლექტები აერთიანებს რითმულ ჰიპნოზურ ხმებს, ამაღელვებელ, სწრაფ ტემპს და უხეში ძველი 90 იანების რითმებს. 2019 წელს შეძლო პროექტის ჩამოყალიბება, რომელმაც არა ერთხელ დაამახსოვრა თავი მსმენელს თავისი შესრულებით.

————————————————————————————

• Themomqmedi - ქართველი დიჯეი და პროდიუსერი ირაკლი რუხაძის პროექტი. მის ცხოვრებაში ელექტრონული მუსიკის სიყვარული ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო. 2020 წელს ჩამოაყალიბა ლეიბლი HARD GANG. მისი სადებიუტო გამოსცა ლეიბლმა SCTR. THEMOMQMEDI მსმენელის წინაშე წარსდგება industrial, hard და cyber ჟღერადობების ემოციური ნოტებით.

————————————————————————————

ასაკობრივი შეზღდუვა 18+

I კალათა: 20 ლარი (Sold Out)

II კალათა: 30 ლარი

III კალათა /კარზე: 40 ლარი

————————————————————————————

Artwork By: @Studioekun

————————————————————————————