cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

60.00 ₾ -

დან

GusGus (DJ Set) | Steve Bug

პარასკევი, 24 თებერვალი 23:00

MonoHall (კინოს სახლი)

აღწერა

24 თებერვალს, Nomad Events წარმოგიდგენთ, ლეგენდარულ ისლაინდიელ მუსიკოსს Biggi Veira - პროექტით GusGus (DJ Set) და ელექტრონული მუსიკის სცენაზე, ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ გერმანელ არტისტს - Steve Bug - Mono Hall-ში.

Biggi Veira-მ დიჯეინგი 80-იანების მიწურულს, 90-იანების დასაწყისში დაიწყო. ამავე პერიოდში Biggi შეხვდა Herb Legowitz-ს (aka Maggi Lego), რის შემდეგაც მათ დააფუძნეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული მუსიკის დუო: T-World. აღნიშნული დუო ცნობილი გახდა ნამუშევრით “Anthem”, რომელიც 1994 წელს ლეიბლ Underwater Recs.-ზე გამოიცა. 1995 წელს, T-World-ს მრავალი არტისტთა ჯგუფი, კინო რეჟისორი, მომღერალი და არტისტი დაუკავშირდა, რათა ჯგუფისთვის სახასიათო ატმოსფერული ბრეიქის, ემბიენთ ვაიბი შეემატებინათ თავიანთი შემოქმედებისთვის, რის შემდგომაც ოდნავ მოგვიანებით შეიქმნა ლეგენდარული პროექტი GusGus.

სანამ GusGus, მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სცენას იპყრობდა, მეგობრებმა Biggi-ს შესთავაზეს, რომ ის კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა დიჯეინგს, რის შემდგომაც არტისტმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ლეგენდარული ისლანდიური პროექტის GusGus (DJ Set) იდეალური წევრია.

----

Steve Bug - გერმანელი დიჯეი და პროდიუსერია. მისი კარიერა 1991 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად გვხვდება, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და მასშტაბურ ფესტივალებსა თუ საკლუბო ღონისძიებებზე.

Steve Bug-ის მუდმივმა სწრაფვამ სიახლეების აღმოჩენისა და ხარისხის მიმართ, არტისტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად აქცია, მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

Steve Bug-მა თავის ლეიბლ Poker Flat-თან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ჰაუს და ტექნო მუსიკის განვითარებაში. არტისტის ნიჭი, მალევე გახდა ისეთი პოპულარული ლეიბლების დაინტერესების საგანი, როგორიც არის: Bedrock, Knee Deep In Sound, Minus, Cocoon and Defected და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ლეიბლებისა, რომლებიც Steve Bug-ის შემოქმედებით დაინტერესდნენ და სადაც მოგვიანებით მისი ტრეკები და რემიქსები გამოიცა.

2019 წელს Steve Bug-ის ლეიბლმა Poker Flat, არსებობის 20 წლის იუბილე აღნიშნა, სადაც კომპილაციურ ალბომში, ისეთი არტისტების ტრეკები და რემიქსები გამოიცა, როგორიც არის: Tim Engelhardt, Michael Mayer, Harry Romero, Catz ’n Dogz and Acid Pauli.

ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე Steve Bug-მა 6 LP გამოუშვა, ხოლო არტისტის უახლესი ალბომი 2020 წელს გამოიცა, სახელწოდებით Never Ending Winding Roads.

----

Daniel Berhane - სადებიუტო რელიზი სახელწოდებით "On Dope", 2013 წელს ბერლინულ ლეიბლ Beste Modus-ზე გამოსცა. Daniel-ს ჰამბურგისა და ბერლინის სცენაზე, დაუკრავს ისეთი არტისტების გვერდით, როგორიც არის: Tama Sumo, Ryan Elliot და სხვები.

მას შემდეგ რაც 2019 წელს არტისტი საქართველოში დაბრუნდა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ლოკალურ სცენაზე, სადაც პრაქტიკულად ყველა საკლუბო ღონისძიებაზე დაუკრა, ლეგენდარული Horoom (Bassiani)-სა და კლუბი Cafe-Gallery-ს ჩათვლით.

----

Tobako Tween - ქართველი დიჯეის ერეკლე თაბუკაშვილის სასცენო სახელია. მისი მუსიკა ძირითადად 90-იანი წლების House მუსიკის ჟანრს მოიცავს. იგი 7 წელია რაც დიჯეინგით არის დაკავებულ და დღესდღეობით უმეტეს დროს ფირფიტების შეგროვებას უთმობს. Tobako Tween-ს დაუკრავს ისეთ კლუბებსა და ფესტივლებზე, როგორიც არის: Horoom (Bassiani), Small Room (Mtkvarze), Wintergarden (TheOffice Yvn), Cafe-Gallery, Drama Bar, Mzesumzira, Swing Festival, Gem Fest და სხვები.

----

23:00 - 01:00 - Daniel Berhane

01:00 - 03:00 - GusGus (DJ Set)

03:00 - 05:00 - Steve Bug

05:00 - End - Tobako Tween

----

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 599 080 908

------

‼ გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ ბილეთები გაიყიდება შეზღუდული რაოდენობით!

◾ სტანდარტული ბილეთები:

▪ I კალათა - 60₾

▪ II კალათა - 70₾

▪ III კალათა - 80₾

▪ კარზე - 100₾

◾ იზოლირებული სივრცე მე-2 სართულზე - 150₾ [რაოდენობა შეზღუდულია]

▪ ცალკე შესასვლელი

▪ კომფორტული სივრცე

🆒 VIP ბილეთები მეტი კომფორტისთვის - 250₾ [რაოდენობა შეზღუდულია]

▪ ცალკე შესასვლელი

▪ კომფორტული სივრცე

▪ ცალკე საპირფარეშო

▪ მოსასვენებელი სივრცეები

▪ ცალკე ბარი

პარასკევი, 24 თებერვალი 23:00

MonoHall (კინოს სახლი)

60.00 ₾-

დან