cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

40.00 ₾ -

დან

Vitalic - Ucha - Guri de Sal | Mono Hall Tbilisi

შაბათი, 04 მარტი 22:00

MonoHall (კინოს სახლი)

აღწერა

4 მარტს - MONO HALL წარმოგიდგენთ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ელექტრონული მუსიკის ფრანგ დიჯეის და პროდიუსერს - VITALIC.

Pascal Arbez-Nicolas-მა სასცენო სახელით - VITALIC, პირველი ნამუშევრების გამოქვეყნება 1996-97 წლებში დაიწყო. მოგვიანებით არტისტი დაუმეგობრდა ფრანგ ტექნო პროდიუსერს The Hacker, რომელმაც VITALIC-ს შესთავაზა, რომ მისი ახალი ტრეკები DJ Hell-ისთვის გაეგზავნა, ვინც იმ პერიოდში მუსიკალურ ლეიბლ International DeeJay Gigolo Records ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით 2001 წელს, VITALIC-მა ზემოთხსენებულ ლეიბლზე Poney EP გამოუშვა, რამაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა არტისტს ძალიან მოკლე დროში, ხოლო ტრეკი "La Rock 01" კლუბური მუსიკის ერთგვარ ჰიმნად იქცა და 2001 წლის ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ჰიტიც გახდა.

VITALIC დღემდე განაგრძობს ახალი ალბომებისა და სინგლების გამოქვეყნებას, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ფილმებში და პოპულარული ბრენდების სატელევიზიო რეკლამებში. კერძოდ კი მისი ნამუშევარი "Poison Lips" გამოყენებულია 2012 წლის ფილმში "Dredd" და ასევე AMAZON-ის 2016 წლის სატელევიზიო რეკლამისთვის.

2016 წლის მიწურულს, VITALIC-მა ევროპის ტურნე დაიწყო და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საუკეთესო სცენებზე, შთამბეჭდავი და სანახაობრივი შოუ გამართა. 2021 წელს კი, არტისტმა ახალი ალბომი Dissidaence Episode 1 გამოსცა, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო არტისტის მსოფლიო ტურნე დაიგეგმა.

2021 წელს, VITALIC-ს ტრეკი "Waiting For The Stars", გამოყენებულ იქნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდების Gucci და Balenciaga-ს ჩვენებებზე.

4 მარტს, მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება, ლოკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტები: Ucha და Guri De Sal.

------

22:30 - Guri De Sal

02:00 - VITALIC

03:15 - Ucha

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 777 949

------

◾ სტანდარტული ბილეთები:

▪ I კალათა - 40₾

▪II კალათა - 50₾

▪III კალათა - 60₾

▪IV კალათა - 70₾

🆒 VIP ბილეთები მეტი კომფორტისთვის - 80₾ [რაოდენობა შეზღუდულია]

▪ ცალკე შესასვლელი

▪ კომფორტული სივრცე

▪ ცალკე საპირფარეშო

▪ მოსასვენებელი სივრცეები

▪ ცალკე ბარი

შაბათი, 04 მარტი 22:00

MonoHall (კინოს სახლი)

40.00 ₾-

დან