

ბლექ-ფართი
ბათუმში ზამთარშიც ცხელა! კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გელოდებათ“აჭარაჰოლში”! აქ იქნება ის რაც მუდამ გენატრებათ, გემოვნებიანი მუსიკა დადაუვიწყარი გართობა!
ვინ დაგხვდებათ ჩვენს წვეულებაზე?
Ali Kuru - მსოფლიო დონის არტისტი, მის მიერ შესრულებულ მუსიკას ერთხელ თუ მოუსმენთ წარმოუდგენელია მისი დავიწყება და ყოველთვის ამოიცნობთ მას!
ბოლო პერიოდის დისკოგრაფია:
Son Mansour (EP) 2021 /// MoBlack Records
Eplos (VA) 2021 /// Crosstown Rebels
Buddha Bar Elements (LP) 2020
Moa (EP) includes Kellerkind Remix 2020 /// Sirin Music (Bar25)
Yuregine Deprem (EP) 2020 /// Buddha Bar
Anemo (EP) 2020 /// MoBlack Records
Mazlum (EP) includes Satori Remix 2019 /// SolSelectas
UCHA - ღონისძიებას ადგილობრივი სცენიდან საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, უკვე კარგად ცნობილი არტისტი UCHA შეუერთდება. მისი სადებიუტო ალბომი 2019 წელს ბერლინში დაფუძნებულმა პრესტიჟულმა ლეიბლმა - Deepalma Records-მა გამოსცა. UCHA-ს შემოქმედებითი სტილი ფოლკლორული მელოდიების მელანქოლიური ხასიათისა და გრუვის ჟღერადობების ვირტუოზული შერწყმით იქმნება და მსმენელისთვის მრავალფეროვან, არაორდინალურ მუსიკალურ თავგადასავალს ქმნის. საკლუბო სცენაზე UCHA-ს მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობა ისეთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ლეიბლებთან კოლაბორაციაში აისახა, როგორიცაა: Wired, Underyourskin records, SNOE, MoBlack Records, ZEHN Records.
კარი გაიღება 22:00 სთ
ასაკობრივი შეზღუდვა: გოგოები- 21+ , ბიჭები - 25+
I კალათა 50 ლარი
II კალათა 60 ლარი